понедельник, 9 апреля 2012 г.

სასწავლო პროექტი

,,როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს  და  გაჩერდა...“



პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს გავუღვივოთ ინტერესი კლასიკური მუსიკის მიმართ, რათა უკეთ გაეცნონ  ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის შემოქმედებას.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები  შეიძენენ დამოუკიდებლად მოპოვების უნარ–ჩვევებს.დაინტერესდებიან რათა უკეთ  გაეცნონ მის შემოქმედებას.


პროექტის მიზნები:მოსწავლეები მოიძიებენ მასალას  მოცარტის  მოღვაწეობასა და ცხოვრების შესახებ. და მათ მიერ  მოპოვებულ ინფორმაციას განათავსებენ  ინტერნეტში. მათ ჩამოუყალიბდებათ კლასიკური მუსიკისადმი სიყვარული და გემოვნება.

მონაწილეთა ასაკი: 14–15 წ.

ვადები–ხანგძლივობა: 1 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები  რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები ისწავლიან  ინფორმაციის მოძიებას. მის დამუშავებას, აგროვებენ ფოტო  მასალას,  ქმნიან  ბუკლეტებს, აკეთებენ  კედლის  გაზეთს.



პროექტის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: მუსიკალური  ცენტრი,კომპიუტერი, ციფრული  ფოტოაპარატი, დისკები, რვეულები, ავტოკალამი, მონიტორი.

პროექტის  მსლელობა/ ძირითადი  აქტივობები:
I  აქტივობა– მონაწილეთა  ორგანიზება. ჯგუფებად  დაყოფა.  ვეცნობით  თემას.



I  ჯგუფი– ევალება  მოიძიონ მასალა მოცარტის  ბიოგრაფიის  შესახებ
II ჯგუფი–ევალება  მისი  ნაწარმოებების, ვიდეო  და  ფოტო მასალების  მოძიება.
III ჯგუფი– ნაწარმოებების  გარჩევა  მოსწავლეების  მიერ.
II აქტივობა– მორიტორინგი– პერიოდულად  ვახდენ დაკვირვებას. მივცემ  ახსნა–განმარტებას და ვამოწმებ რამდენად  პასუხისმგებლობით  ეკიდებიან  მიცემულ  დავალებას.
III აქტივობა– მოპოვებული მასალის  სინთეზირება. პრეზენტაციის მოწყობა.  ფილმის „ამადეუსის“ ჩვენება. რათა ბავშვები უკეთ გაეცნონ  მის  შემოქმედებას.
IV აქტივობა–შეფასება  მასწავლებელთა და  მოსწავლეთა მიერ. რამდენად  სასიამოვნო  იყო  მუშაობის  პროცესი და  რამდენად  დაინტერესდნენ ისინი. და ბოლოს რა  ცოდნა  შეიძინეს  მათ.




საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან  სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მუს VII-5 მოსწავლეს  შეუძლია  სასწავლო  პროექტში მონაწილეობა
მუს VIII –3 მოსწავლეს შეუძლია  ნოტების  თანხლებით დაუკრას მოცარტის  ნაწარმოებები.
მუს VIII–4 მოსწავლეს შეუძლია  გააცნოს  თანაკლასელებს   ბევრი  საინტერესო  რამ კლასიკური მუსიკის  შესახებ.

კერძოდ მოცარტის ცხოვრება, შემოქმედება.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
  • დავალებებს  წარმატებით ასრულებს.
  • განსაზღვრავს იმ  ცოდნასა და  უნარს, რომელსაც  ფლობს და  გამოიყენებს  დავალების  შესასრულებლად.
  • განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რაში სჭირდება დახმარება, კონსულტაცია.
  • მოიძიებს   მასალას  ისტ–ის  მეშვეობით.


პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ოსეფაიშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mosefaishvili@gmail.com